დასრულებული პროექტები
რძის ფერმა სოფელ კუჭატანში

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანამედროვე ტიპის რძის მწარმოებელ ფერმას (შპს „ყვარლის ბაგა“)  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული დახმარება გაუწია, კერძოდ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის)  ფარგლებში მგფ-მა განახორციელა კერძო საკუთრებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, უზრუნველყო წყალმომარაგება,  გაზმომარაგება და ტელეკომუნიკაციები. თავის მხრივ,  PPI-ის ფარგლებში ბიზნეს საწარმომ (შპს “ყვარლის ბაგა”) განახორციელა 2,7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება სოფელ კუჭატანში და დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან საქართველოში რძის წარმოება ვერ ხდება იმ რაოდენობით, რომ ბაზრის დიდი წილი იმპორტირებულმა პროდუქტმა არ დაიკავოს.

 

 

 

ინვესტიციამდე

bef

ინვესტიციის შემდეგ

after

ინვესტორის წვლილი

  • თანამედროვე ტიპის რძის ფერმის მშენებლობა
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 10

 

 

 

 

სულ ინვესტიცია – $ 2,742,738.00

მგფ-ს წვლილი

  •  წყალმომარაგებისა და კანალიზაციის  სისტემების  მოწყობა 
  •  გზის რეაბილიტაცია ყვარელი-  ლაგოდეხის  მაგისტრალიდან სოფლის  ცენტრალურ გზამდე 
  •  ელმომარაგება (200 კვტ)
  •  გაზმომარაგება (200 მ3/დღეში)
  •  ტელეკომუნიკაციები (1 მბ/წმ)   
  •  3 საოპერატორო კაბინის მოწყობა  ჭაბურღილებისათვის

სულ ინვესტიცია – 377,078.33 ლარი