დასრულებული პროექტები
ბუტიკის ტიპის სასტუმრო „როიალ ბატონი“

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასტუმრო „როიალ ბატონს“ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის)  ფარგლებში ინფრასტრუქტურული დახმარება გაუწია. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით გაკეთდა სასტუმრომდე მისასვლელი გზა და გაიმართა კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები. სასტუმროს მენეჯმენტმა კი აიღო ვალდებულება, რომ შექმნიდა 40-მდე სამუშაო ადგილს, ააშენებდა 32-ნომრიან სასტუმროს, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ავეჯით, სპორტული დარბაზითა და აუზით. შპს „ვინივერია ჯგუფის“ დამაარსებლები არიან შპს „ვინივერიას“ დამფუძნებლები, რომელთაც ბუტიკის ტიპის სასტუმროებისა და ღვინის რეალიზაციის ბიზნესის დიდი გამოცდილება აქვთ.

 

 

ინვესტიციამდე

r be

ინვესტიციის შემდეგ

r af

ინვესტორის წვლილი

  • 32-ოთახიანი სასტუმროს მშენებლობა
  • ავეჯით  მოწყობა და შიდა სამუშაოები
  • სპორტული დარბაზისა და აუზის მოწყობა
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 40

სულ ინვესტიცია –500,000.00 აშშ დოლარი

 

მგფ-ის წვლილი

  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (L=250მ)
  • წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები

 

სულ ინვესტიცია –117,000. 00 ლარი