დასრულებული პროექტები
შუხმან ვაინზ ჯორჯია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი შპს შუხმან ვაინზ ჯორჯიას,  რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მდებარეობს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის)  ფარგლებში ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით მოხდა გზის, დრენაჟისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, კომპანიამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. ასევე, გაიზარდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების რაოდენობა. მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ გააძლიერა სოფლის მეურნეობა. თავის მხრივ, გაწეული დახმარების სანაცვლოდ,  შპს შუხმან ვაინზ ჯორჯიამ 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და 15 სამუშაო ადგილი შექმნა. ბიზნეს საწარმომ თანამშრომლობის ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ ააშენებდა ღვინის მარანს და სასტუმროში არსებულ 8 ოთახს 15-მდე გაზრდიდა.  შპს შუხმან ვაინზ ჯორჯიასთვის გაწეული დახმარების შედეგად, კიდევ ერთ მცირე მეწარმეს მიეცა თავისი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა, რაც კახეთის რეგიონისთვის როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტურისტული პოტენციალის გაზრდის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.    

ინვესტიციამდე

sc bwe

 

ინვესტიციის შემდეგsc af

 

ინვესტორის წვლილი

  • არსებული სასტუმროს გაფართოება 8 -დან 15 ოთახამდე
  • ახალი ღვინის მარნის მშენებლობა
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 15

სულ ინვესტიცია –500,000.00 ლარი

 

მგფ-ს წვლილი

  • წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია
  • გზის რეაბილიტაცია (L=885მ) (W=6მ)
  • გაზმომარაგება
  • განათება 39 ერთეული

სულ ინვესტიცია –791,734.00 ლარი

ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა ასევე სარგებელი მოუტანა ადგილობრივ თემებსაც მთელი სოფლისათვის მისასვლელი გზისა და დრენაჟის სისტემის გაუმჯობესების მეშვეობით