დასრულებული პროექტები
კურორტი ლოპოტა

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (PPI-ის) ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სასტუმრო ლოპოტას ინფრასტრუქტურული დახმარება გაუწია. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით მოწესრიგდა სასტუმრომდე მისასვლელი გზა. ამას გარდა, განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. თავის მხრივ, სასტუმრო ლოპოტას მენეჯმენტმა 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და შექმნა 50 სამუშაო ადგილი. ასევე კომპანიამ (შპს “ლოპოტა ტურ სერვისი”) აიღო ვალდებულება, 18 ოთახით გაეფართოებინა არსებული სასტუმრო და აეშენებინა 100 კაცზე გათვალისწინებული შეხვედრების ოთახი.  ამას გარდა, PPI-ის ფარგლებში, ინვესტორმა განავითარა ქათმების მცირე ზომის  ფერმა. კურორტი ლოპოტა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს და ის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ინვესტიციამდე

bef_1

 

ინვესტიციის შემდეგAFTT

 

 

 

ინვესტორის წვლილი

  • 18 ოთახიანი სასტუმროს მშენებლობა
  • საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა 100  კაცზე
  • ქათმების ფერმის მშენებლობა
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 50

სულ ინვესტიცია –500,000.00 აშშ დოლარი

 

 

მგფ-ს წვლილი

  • წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია
  • გზის რეაბილიტაცია (L=2180მ) (W=7მ)
  • BIOTAL-ის მონტაჟი 20მ³ დღეში

სულ ინვესტიცია –802,611.00 ლარი