იურიდიული შეთანხმება და დავების გადაჭრა

იურიდიული შეთანხმება

კონტრაქტი გაფორმდება შერჩეულ ინვესტორებსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, რითაც განისაზღვრება თითოეული მხარის უფლებები და მოვალეობები. ზემოხსენებული კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი მოამზადებს კომუნალური ინფრასტრუქტურის დეტალურ პროექტს და გამოაცხადებს ტენდერს.

 

დავების გადაჭრა

ნებისმიერი მხარე, რომელსაც რაიმე სახის პრეტენზია გააჩნია მეორე მხარის მიმართ, ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, უფლებამოსილია, მიმართოს მას წერილობითი ფორმით და მოსთხოვოს შეუსრულებელი პირობის შესრულება გონივრულ ვადებში. მხარეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადაჭრა მოხდება სასამართლოს გზით.