სრული საინვესტიციო წინადადების ფორმა

მეორე ფაზა

 

სრული საინვესტიციო წინადადების ფორმა

 

შევსებული განაცხადის ფორმის საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაუკავშირდება უფლებამოსილ ინვესტორებს, რათა მათ წარმოადგინონ სრული საინვესტიციო წინადადების ფორმა.

 

  • წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელშიც აღწერილი იქნება შემოთავაზებული ინვესტიცია, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტურობა, გარემოსდაცვითი შეფასება, შესაქმნელი სამუშაო ადგილების ტიპი და მიახლოებითი რაოდენობა.
  • მთავრობის მიერ უზრუნველსაყოფი საჭირო კომუნალური ინფრასტრუქტურის დეტალური აღწერა და ხარჯთაღრიცხვა
  • მოგება/ზარალის უწყისები ბოლო 2 წლისათვის
  • მიწის/ქონების მესაკუთრეობის დამადასტურებელი საბუთი
  • საწარმოს ფუნქციონირების დამადასტურებელი საბუთი  (იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ საწარმო არ არის ლიკვიდაციის პროცეში/ ქონება არ არის დაყადაღებული); ინვესტორის/კომპანიის ძლიერი ფინანსური სტატუსის დამადასტურებელი მტკიცებულება 
  • ISO/HACCP სერტიფიკატები, საჭიროების შემთხვევაში

 

როგორ ხდება შეფასება? შეფასების სისტემა (ქულების მინიჭებისა და რანჟირების კრიტერიუმების ჩათვლით)

 მიღებული მონაცემების ღრმა ანალიზის შემდეგ მგფ განახორციელებს შეფასებისა და შერჩევის პროცესის ბოლო ფაზას. გამოყენებული იქნება ქვემოთმოყვანილ ცხრილში მითითებული ქულების მინიჭებისა და რანჟირების კრიტერიუმების სისტემა:

 

სრულ საინვესტიციო წინადადებებს ქულები მიენიჭება ქვემოთმოყვანილი ქულების მინიჭებისა და რანჟირების კრიტერიუმების მიხედვით:

 

  

წინადადებების განხორციელება განისაზღვრება თითოეული წინადადების მიერ დაგროვილი ქულებისა (პრიორიტეტი მიენიჭება წინადადებებს უმაღლესი ქულებით) და მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცების საფუძველზე.

  • მაქსიმალური შესაძლო ქულა შეადგენს 20 -ს. 10 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე წინადადებები უარყოფილი იქნება.
  • როდესაც აპლიკანტი უთითებს წლიურ საწარმოო ბრუნვას, იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს იმ სხვა ბიზნესების საწარმოო ბრუნვა, რომელიც მას გააჩნია ტურიზმისა და აგრო სექტორებში.