უფლებამოსილების კრიტერიუმები

პირველი ფაზა

ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა? უფლებამოსილების კრიტერიუმები

ბიზნეს წინადადების განაცხადის ონლაინ სისტემით რეგისტრაციამდე დაინტერესებულ კერძო ინვესტორებს მოეთხოვებათ ქვემოთმოყვანილი უფლებამოსილების კრიტერიუმების გავლა და თვითშეფასების გაკეთება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი უფლებამოსილების საწყის კრიტერიუმებს. ნებისმიერი ამ კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობა შედეგად მოიტანს წინადადების დისკვალიფიკაციას.

 

 

უფლებამოსილების კრიტერიუმები - დაინტერესებული კერძო ინვესტორი ცნობად იღებს ქვემოთმოყვანილს: 

  • PPI პროგრამა აფინანსებს მხოლოდ ობიექტის მომიჯნავე ინფრასტრუქტურას (გზა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელმომარაგება და სხვა მიმდებარე ინფრასტრუქტურა). მას არ შეაქვს წვლილი კერძო სექტორის ფინანსებში და არ უზრუნველყოფს წილს საწესდებო კაპიტალში.
  • უზრუნველყოფილი კომუნალური ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს კერძო საკუთრების საზღვრამდე. არ ლეგალიზდება არანაირი ინტერვენცია კერძო საკუთრების ფარგლებში.
  • ინვესტიციის მოცულობის მითითებისას აპლიკანტი მზად უნდა იყოს განაცხადის წარმოდგენისა და შეფასების პროცესის შემდგომ ეტაპებზე პროექტის განხორციელებისათვის ფინანსური მზადყოფნის დასტურის წარდგენისათვის. ამაში იგულისხმება კონკრეტულად იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, ინვესტორს გააჩნია ყველა საჭირო კაპიტალი, თუ ის კომერციული ბანკიდან სესხის მოძიების პროცესშია? 

  • იმ შემთხვევაში, თუ კერძო ინვესტორი ახორციელებს ‘სტარტაპის’ რეგისტრაციას, იგი ვალდებულია უჩვენოს ინვესტორის/კომპანიის კარგი ისტორია, გამოცდილება, მმართველობა და ფინანსური სტატუსი, თუნდაც ეს იყოს სხვა სექტორში მიღებული გამოცდილება, რომელიც არ მიესადაგება ზემოხსენებულს.   

  • პრიორიტეტულ ბიზნესმიმართულებებს წარმოადგენს ტურიზმი და აგრობიზნესი. ის წინადადებები, რომლებიც არ შეესაბამება მითითებული სექტორების რომელიმე ქვეკატეგორიას, არ იქნება უფლებამოსილი ამ პროგრამის ფარგლებში შესარჩევად.

  • შემოთავაზებული ინვესტიციის მიწა/ტერიტორია უნდა იყოს კერძო საკუთრებაში

  • თვითდაფინანსებადი კერძო ინვესტიციის თანაფარდობა მთავრობისაგან მოთხოვნილთან მიმართებაში უნდა იყოს მინიმუმ  (4:1).

  • აკრძალულია ქვემოთმოყვანილი ტიპის ინვესტიციები -- ინვესტიციები განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე; ზოგადად დაცულ ზონებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინდივიდუალურ დაცულ ზონებში; საქმიანობები, რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეს მყიფე ეკოსისტემებზე, მნიშვნელოვან ბინადრობის ადგილებსა და განსაკუთრებული ესთეტური ღირებულების ლანდშაფტებზე; ის საქმიანობები, რომლებიც მოითხოვს ტყეების, ჭარბწყლიანი ეკოსისტემების და ალპური და სუბალპური მდელოების გარდაქმნას;   ზედმეტად  დამაბინძურებელი საწარმოები.

     

     

 

 

  • როგორ უნდა მოხდეს განაცხადის შემოტანა? ონლაინ განაცხადის ფორმა

    როდესაც დაინტერესებული ინვესტორები გაივლიან ზემოთმოყვანილ უფლებამოსილების კრიტერიუმებს, მათ უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://mdf-ppi.biz