სახელმწიფო და კერძო სექტორების საინვესტიციო მეთოდოლოგია

საქართველოში კერძო სექტორის ინვესტიციების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობა დახმარებას უწევს კერძო სექტორში მოღვაწე იმ შერჩეულ ორგანიზაციებს, რომლებიც ინტერესს ამჟღავნებენ და შესაძლებლობა გააჩნიათ, განახორციელონ ინვესტიციები დამხმარე კომუნალური ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტურიზმსა და აგრობიზნესში, რაც საჭიროა მათი ინვესტიციების ეფექტურობისათვის.

მთავრობის წვლილი გათვალისწინებულია არა კერძო ინვესტიციების წილის დასაფინანსებლად, არამედ მხოლოდ კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად (გზა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელმომარაგება და სხვა მიმდებარე ინფრასტრუქტურა). კონკრეტული შემოთავაზებების მქონე ინვესტორებსა და პროექტის სპონსორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისებით, შეუძლიათ ეწვიონ პროექტის ვებგვერდს http://mdf-ppi.biz, იმისათვის რომ მოიპოვონ ყველა სახის ინფორმაცია, გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ წინადადებები.