მსოფლიო ბანკის დახმარება მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით

საქართველოს მთავრობამ მოითხოვა მსოფლიო ბანკის დახმარება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების განსახორციელებლად და საინვესტიციო საჭიროებებზე რეაგირებისა და რეგიონული განვითარებისათვის შერჩეულ რეგიონებში.     რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების  პროექტი ერთიანი სამთავრობო რეფორმების სტრატეგიის შესაბამისად მხარს დაუჭერს დეცენტრალიზაციის პროგრამას, რაც  რეგიონული განვითარების სტრატეგიების ფარგლებში განსაზღვრული საინვესტიციო პრიორიტეტების დაფინანსების გზით განხორციელდება.     პროექტი დააფინანსებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს PPI-ის მხრადასაჭერად, ე.ი. კერძო ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მასშტაბით, რაც მდგომარეობს პრიორიტეტული მუნიციპალური სამსახურების რეაბილიტაცია-გაფართოებასა და კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში. PPI-ის მიზანს წარმოადგენს კერძო ინვესტიციების სტიმულირება კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მეშვეობით.  პოტენციური ინვესტიციების პრიორიტეტულ სექტორებს წარმოადგენს ტურიზმი და აგრობიზნესი. 

რეგიონში განვითარების მხარდამჭერი რეგიონული განვითარების III პროექტი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაუმჯობესებას ტურიზმის წვლილის გაზრდით სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ადგილობრივ ეკონომიკაში.      პროექტი მოიცავს ქალაქების აღორძინებისა და ტურისტული მარშრუტების განვითარების პროექტებს, ქვემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გათვალისწინებით: შენობების ფასადებისა და სახურავების, საზოგადოებრივი სივრცეების, მუზეუმების, გზებისა და წყალმომარაგების სისტემების აღდგენა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტებთან მისასვლელი გზების  გაუმჯობესება.     

სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კერძო სექტორის ინვესტიციების მხარდასაჭერად, ზემოხსენებული პროექტი ითვალისწინებს ანალოგიურ  PPI საქმიანობებს საპროექტო არეალში მოღვაწე კერძო სექტორის იმ შერჩეული კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც ამჟღავნებენ ინტერესს  და გააჩნიათ შესაძლებლობა განახორციელონ ინვესტიციები ტურიზმსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში. ზემოხსენებული  ხორციელდება დამხმარე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მეშვეობით, რომელიც საჭიროა მათი ინვესტიციების სიცოცხლისუნარიანობისათვის (მაგ. კომუნალური ინფრასტრუქტურა ინვესტიციების სიახლოვეს, გზა/ტროტუარი, წყალმომარაგება/კანალიზაცია, კომუნიკაციები, და ა.შ.). საინვესტიციო წინადადებები უნდა დაექვემდებაროს სკრინინგს მგფ-ის შემრჩევი კომისიის მიერ და მათთან დაკავშირებული იქნება სათანადო პირობები.