სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტში სოფ. წინანდალში ელექტროენერგიის მიწოდება შპს „წინანდლის მამულებისთვის“

8 დეკემბერი, 2018

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი კომპანია  შპს „წინანდლის მამულებთან“   ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურული ქვეპროექტი. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით შესრულდა შპს „წინანდლის მამულებისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდება.   შპს „წინანდლის მამულებმა“ კი აიღო ვალდებულება შეექმნა 100 სამუშაო ადგილი,  ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზუმის ძველი ღვინის ქარხნის მიმდებარედ „რედისონის“ ბრენდის სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შეყვანა, მოეწყო ღია საკონცერტო ფართი და დახურული დარბაზი, განეხორციელებია არსებული ძველი ღვინის ქარხანაში სარესტავრაციო სამუშაოები.

შპს „წინანდლის მამულებს“ ტურიზმის და აგრო-სფეროს განვითარებაში  გამოცდილება აქვს.

 

ფოტო ინვესტიციამდე

ფოტო ინვესტიციის შემდეგ

   

 

ინვესტორის წვლილი

  • ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზუმის ძველი ღვინის ქარხნის მიმდებარედ „რედისონის“ ბრენდის სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შეყვანა;
  • ღია საკონცერტო ფართის და დახურული დარბაზის მოწყობა;
  • არსებული ძველი ღვინის ქარხანაში სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება;
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა-100;

 

  • სულ ინვესტიცია -2,000,000 ლარი.

მგფ-ს წვლილი

  • სამშენებლო სამუშაოები: ელექტრომომარაგების ქსელთან დაერთება (სიგრძე: 4 კმ)
  • კონტრაქტორი: კომპანია შპს "ენერგო-პრო";
  • სამშენებლო სამუშაოების ვადები: 12.06.2018 - 10.09.2018; 
  • სტატუსი: დასრულდა.

 

  • მგფ-ს კონტრაქტის საერთო ღირებულება 257,500.00 ლარი.