სიახლეები
ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფ. შილდაში სს „მეგობრების მარნისათვის“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მოწყობა

8 დეკემბერი, 2019

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი კომპანია სს „მეგობრების მარანთან“ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში  სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურული ქვეპროექტი. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით გაკეთდა სს „მეგობრების მარანისთვის“ მისასვლელი გზა და ინტერენტის ქსელი.  სს „მეგობრების მარანმა“ შექმნა 11 სამუშაო ადგილი,  ასევე ვალდებულებაში შედიოდა არსებული ღვინის საწარმოს გაზრდა-გაფართოება, ჩამოსასხმელი ხაზის განთავსების მიზნით ფართის შესაბამისი მომზადება, ქარხნის ტერიტორიაზე და რესტორნისა და სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება;

სს „მეგობრების მარანს“ ტურიზმის და აგროსფეროს განვითარებაში  გამოცდილება აქვს.

 

ფოტო ინვესტიციამდე

ფოტო ინვესტიციის შემდეგ

   

 

ინვესტორის წვლილი

  • არსებული ღვინის საწარმოს გაზრდა-გაფართოება;
  • ჩამოსასხმელი ხაზის განთავსების მიზნით ფართის შესაბამისი მომზადება;
  • ქარხნის ტერიტორიაზე და რესტორნისა და სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება;
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა-11;
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვეპროექტის ღირებულების თანამონაწილეობა (15%).

 

  • სულ ინვესტიცია -1,201,000 ლარი.

მგფ-ს წვლილი

  • სამშენებლო სამუშაოები: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (1400 მ სიგრძე); 
  • ინტერნეტის ქსელის მოწყობა;
  • კონტრაქტორი: კომპანია შპს "ჯი ვი თი ჯგუფი";
  • სამშენებლო სამუშაოების ვადები: 09.09.2019 - 05.11.2019; 
  • სტატუსი: დასრულდა.

 

  • მგფ-ს კონტრაქტის საერთო ღირებულება 252,759.07 ლარი.