სიახლეები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის კომპანია შპს „კარდანახი 1888“-თვის წყლის ჭაბურღილის მოწყობა

8 ოქტომბერი, 2019

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი კომპანია   შპს „კარდანახი 1888“-თან  ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურული ქვეპროექტი. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით გაკეთდა შპს „კარდანახი 1888“-თვის  წყლის ჭაბურღილის მოწყობა.   შპს „კარდანახი 1888“-მ  კი აიღო ვალდებულება შეექმნა 25 სამუშაო ადგილი, განეხორციელებინა სასტუმროს და ღვინის საწარმოს მშენებლობა.

შპს „კარდანახი 1888“-ს  ტურიზმის და აგრო-სფეროს განვითარებაში  გამოცდილება აქვს.

 

ფოტო ინვესტიციამდე

ფოტო ინვესტიციის შემდეგ

   

 

ინვესტორის წვლილი

  • სასტუმროს მშენებლობა;
  • ღვინის საწარმოს მშენებლობა;
  • ქვეპროექტის ღირებულების თანამონაწილეობა (15%).
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა-25;

 

  • სულ ინვესტიცია -1,500,000 ლარი.

მგფ-ს წვლილი

  • სამშენებლო სამუშაოები: წყლის ჭაბურღილის მოწყობა; 
  • კონტრაქტორი: კომპანია შპს "ჰიდროგეო";
  • სამშენებლო სამუშაოების ვადები: 18.04.2019 – 30.08.2019; 
  • სტატუსი: დასრულდა.
  • მგფ-ს კონტრაქტის საერთო ღირებულება 230,175.57 ლარი.