სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში შპს „ვილა იყალთო ჰო-რე-კას“ ღვინის მარანთან მისასვლელი გზის და გაზმომარაგების რეაბილიტაცია

6 თებერვალი, 2020

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი კომპანია   შპს „ვილა იყალთო ჰო-რე-კასთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურული ქვეპროექტი. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით გაკეთდა შპს „ვილა იყალთო ჰო-რე-კასთვის“ მისასვლელი გზის და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. შპს „ვილა იყალთო ჰო-რე-კამ“  კი აიღო ვალდებულება შეექმნა 40 სამუშაო ადგილი, გაეფართოებინა 22 ნომრით არსებული სასტუმრო, ჩაეტარებინა ღვინის მარნის და გასართობი ცენტრის სამშენებლო სამუსაოები.

 შპს „ვილა იყალთო ჰო-რე-კას“ ტურიზმის და აგრო-სფეროს განვითარებაში  საერთაშორისო გამოცდილება აქვს.

 

ფოტო ინვესტიციამდე

ფოტო ინვესტიციის შემდეგ

   

 

ინვესტორის წვლილი

  • 22 ნომრით არსებული სასტუმროს გაფართოება;
  • ღვინის მარნის და გასართობი ცენტრის მშენებლობა;
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა-40;

 

  • სულ ინვესტიცია -1,150,000 ლარი.

მგფ-ს წვლილი

  • სამშენებლო სამუშაოები: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (250 მ სიგრძე); 
  • გაზსადენის მილდენის მოწყობა;
  • კონტრაქტორი: კომპანია შპს "ბი-აი";
  • სამშენებლო სამუშაოების ვადები: 06.08.2019 - 10.01.2020; 
  • სტატუსი: დასრულდა.
  • მგფ-ს კონტრაქტის საერთო ღირებულება 190,501.82 ლარი.