სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტში შპს „ჯიველისთვის“ ღვინის მარანთან მისასვლელი გზის მოწყობა

1 სექტემბერი, 2019

რეგიონული და მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი კომპანია  შპს „ჯიველისთან“ ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურული ქვეპროექტი. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით გაკეთდა შპს „ჯიველისთვის“ ღვინის მარანთან მისასვლელი გზა.  შპს „ჯიველმა“ კი აიღო ვალდებულება შეექმნა 35 სამუშაო ადგილი,  აეშენებინა ღვინის მარან, შემოეღობა ქარხნის ტერიტორია, კეთილმოეწყო ეზო და გამწვანება, გადაეხურა კასრების და მიმღების სათავსოები, გაეშენებინა ვენახები (ს. კონდოლი) და მევენახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოაწყო, და სხვ.

შპს „ჯიველს“ ღვინის დამზადების და რეალიზაციის საერთაშორისო გამოცდილება აქვს.

 

ფოტო ინვესტიციამდე

ფოტო ინვესტიციის შემდეგ

 

 

 

 

 

ინვესტორის წვლილი

  • ღვინის მარნის მშენებლობა;
  • ქარხნის ტერიტორიის შემოღობვა;
  • ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება;
  • კასრების და მიმღების გადახურვა;
  • ვენახების გაშენება (ს. კონდოლი) და მევენახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა-35;
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვეპროექტის ღირებულების თანამონაწილეობა (15%).

 

  • სულ ინვესტიცია -1,720,000 ლარი.

მგფ-ს წვლილი

  • სამშენებლო სამუშაოები: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (200 მ სიგრძე, 6 მ სიგანე); 
  • კონტრაქტორი: კომპანია შპს "ბი-აი";
  • სამშენებლო სამუშაოების ვადები: 15.04.2019 - 07.08.2019; 
  • სტატუსი: დასრულდა.

 

  • მგფ-ს კონტრაქტის საერთო ღირებულება 95,333.85 ლარი.